Sunday, May 14, 2017

დღეს მე-8 დღეა. საკმაოდ ნაყოფიერი იყო დღევანდელი სამუშაო. მე-5  მოდულზე მუშაობა ძალიან საინტერესო  იყო ჩემთვის.  მოვამზადე ბუკლეტი,რომელსაც შემდეგ მეცადინეობაზე დავამთავრებ. დიდი მადლობა, ჩემო მარეხი. შენ მე  დიდი სტიმული მომეცი შემდგომი მუშაობისათვის.

Sunday, April 30, 2017

 დღეს ჩვენი მუშაობის მე-4 დღეა.  შევისწავლეთ პროექტების სწავლებაში როგორ იწერება მიზნები. რომ მიზნები არის სპეციპიკური, სწავლაზე ორიენტირებული და ბუნდოვანი.  რომ მიზნის დასაწერად ვიყენებ ბლუმის ტაქსონომიას.

  გავეცანი მიმართულების მიმცემ  საკვანძო კითხვებს: შინაარსობრივ, თემატურ და ზოგადს.
   ვისწავლე შეფასების სტრატეგიები.
   ჩემი ძლიერი მხარე   -  თეირიულად კარგად გავიაზრე  რასაც ვაკეთებდი.
  სუსტი მხარე   -   მჭირდება მუშაობა დასახვეწად.
     შესწავლილი მასალის დახმარებით მინდა ვიმუშაო პროექტზე „მზის სისტემა“.მინდა რომ პროექტი კარგი გამომივიდეს. იმედია ამას შევძლებ თქვენი დახმარებით ჩემო ძვირფასო ლეილა. 

Friday, November 11, 2016

ლადო ასათიანის ლექსების კრებული

პრეზეტაცია

გულკეთილი  მარი
                                                                 C:\Users\Teacher\Desktop\01a2cf2980893c00b7918bbb5beaa54f.gif

                                                                          პაწია   მარის ერთი  ჩანთა  ჰქონდა,
                                                                 რომელზეც   დათუნიები ეხატა.  ერთ  დღეს
                                                               სწორედ  ის  ჩანთა  მეზობელმა  დათაფლული
                                                               გულაბი მსხლებით  აუვსო.
                    გახარებულმა  გოგონამ   სახლისაკენ  მოკურცხლა.
                                      
                                    ( რა მოხდებოდა  მარის  შინ  მისვლის  შემდეგ? )
                 
                   ყველა  შინ აღმოჩნდა:  ბაბუა,  ბებო,  დედიკო,  მამიკო  და უმცროსი
        ძმა  -- ავთანდილი.

                      ( რას გააკეთებდა მარი  როცა დაინახა რომ ყველა სახლში იყო?)

                     მარიმ   ჩამოარიგა  თითო  მსხალი, მაგრამ  თავისთვის  აღარ  დარჩა.
      მაშინ  ბაბუამ  გათალა  თავისი  მსხალი,  შუაზე  გაჭრა  და  ნახევარი  მარის
      მისცა.  ბებოც  ასე  მოიქცა,  დედიკოც,  მამიკოც,  პატარა  ავთანდილიც   კი.
                      ასე  ერგო  ყველაზე  მეტი  მსხალი  გულკეთილ  მარის.
                      


                   1.     ჩასვით   გამოტოვებული  სიტყვები:
                   ( --------)   მარის ერთი  (---------- ) ჰქონდა, რომელზეც   (------  )  ეხატა.  
      ერთ  დღეს   სწორედ  ის  ჩანთა  მეზობელმა  ( ------- )   გულაბი
       მსხლებით  აუვსო.   (  ------ )   გოგონამ   სახლისაკენ  მოკურცხლა.
                2.   დაწერეთ  საპირისპირო მნიშვნელობის  სიტყვები.
          უმცროსი   ---                                         გახარებული -------
          დაბალი ---                                             შინ --------

                       3.  დააკავშირე  ისრებით   წინადადების ნაწილები  და დასვი
                          საჭირო  სასავენი  ნიშანი.
  1. მარის  ჰქონდა  ჩანთა,                                     მსხალი  აიღე.
  2. როგორი  გოგონაა  მარი?                                  რომელზეც  დათუნია ეხატა.
  3. მარი, მოირბინე !                                               რომელმაც  სხვები  გაახარა
                                      
  1. რას  გამოხატავს, თითოეული  წინადადება. ( აღტაცებას,  შეწუხებას,    დაინტერესებას.)

ა)   რამდენი  მსხალი  გაქვს  ჩანთაში?   - -   დაინტერესებას
ბ)  ვაი,  მსხალი  აღარ  დამრჩა!  - - - -  შეწუხებას
გ)  ყოჩაღ  მარი, რა  კარგად  მოიქეცი! _ _ _ _ _ ახტაცებას.

  1. ,,  ბედნიერი  ოჯახის  ერთი  კვირა   დღე.“
     კვირა   დილას  მთელმა  ოჯახმა  აგარაკზე  წასვლა გადაწყვიტა. C:\Users\Teacher\Desktop\images.jpg

C:\Users\Teacher\Desktop\images.jpg





                

C:\Users\Teacher\Desktop\dat.jpg









პროექტის გეგმა
პროექტის გეგმა
გაკვეთილის გეგმა